როგორ გავუიოლოთ პატარა მოსწავლეს სკოლასთან შეგუება

                   როგორ გავუიოლოთ პატარა მოსწავლეს სკოლასთან შეგუება
   ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისისნი ამ პროცესს,დაკავშირებულია იმასთან,თუ როგორი მხარდაჭერა ექნება მათ უფროსებისაგან.ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ფაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება,ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი.
    უცნობი გარემო,ახალი სახეები,წესები,მასწავლებლები,თანაკლასელები - პირველი კლასი ბავშვისთვის სტრესულია.ბევრი მათგანი პირველ დღეს ტირის და დედას ითხოვს,გაკვეთილზე ჯდომაზე უარს ამბობს და არაფრით მშვიდდება.ახალი ცხოვრება,სახელწოდებით „სკოლა“,ბავშვს აშინებს და შესაძლოა,ზოგმა მათგანმა პირველივე დღიდან სამუდამოდ შეიძულოს ის.
   სკოლაში შესვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია,შეგუების პროცესი.პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ სკოლასთან შეგუება ბავშვებთან განსხვავებულად მიმდინარეობს.ზოგი ბავშვი იოლად ეგუება როგორც სკოლას,ისე ნებისმიერ გარემოს. ასეთი ტიპის ბავშვებს,ძირითადად კარგი განწყობა აქვთ ხოლმე.გაკვეთილებზე აქტიურობენ,არ უყვართ სკოლის გაცდენა,ასრულებენ მასწავლებლის დავალებებს.ზოგ ბავშვს სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება.ასეთი ბავშვები შანსს არ უშვებენ,რომ ითამაშონ,ხშირად ჭირვეულობენ,ტირიან,კამათობენ თანაკლასელებთან და ხშირად უკმაყოფილონი არიან.ზოგიერთი ბავშვი რთულად ეგუება სკოლას,ხშირად არ უნდათ სკოლაში წასვლა,არიან ცუდ ხასიათზე,უჭირთ თანაკლასელებთან ურთიერთობა.ზოგჯერ უშლიან მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარებას.სკოლაში შესვლიდან 5-6 კვირა სკოლასთან საადაპტაციო პერიოდად ითვლება,ბავშვებს სკოლასთან შეგუება რამდენიმე მიზეზის გამო უჭირთ:
1)სოციალური როლის ცვლილება - უდარდელი სკოლამდელი ცხოვრებიდან ბავშვი იქცევა მოსწავლედ,მას უჩნდება ახალი,რთული ვალდებულებები:სკოლაში დროულად მისვლა,გაკვეთილებზე ყურადღებით ყოფნა,დავალებების შესრულება და ა.შ. ბავშვი ხვდება ახალ გარემოში,რომელსაც თავისი მოთხოვნილებები გააჩნია - როდის რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს.
2)წამყვანი ქცევის ცვლილება - სკოლაში შესვლამდე ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია.სკოლაში შესვლასთან ერთად კი მან უნდა „ისწავლოს სწავლა“, დაიმახსოვროს გარკვეული მასალა,უპასუხოს მასწავლებლის კითხვებს.თამაში მეტად თავისუფალი საქმიანობაა.სწავლა კი ბავშვისაგან ნებისყოფას მოითხოვს,სკოლაში მას უწევს იმის კეთება,რაც ზოგჯერ არ უნდა და დიდად არ მოსწონს,ამიტომ იძულებულია ისწავლოს საკუთარი ქცევის კონტროლი.
3)სპეციფიკური რეაქციების აღმოცენება - სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად,67-69% სკოლისათვის მოუმზადებელ ბავშვებს უჩნდებათ შიშები,ეწყებათ ტირილის შეტევები ან  მოქმედებათა შეკავება,ასეთ ბავშვებს ხშირად ეშინიათ მასწავლებლის,დაფასთან საპასუხოდ გასვლის,შენიშვნის,სკოლაში დაგვიანების და ა.შ.
4)სოციალური გარემო - ოჯახი,კლასი,მასწავლებელი-ოჯახური გარემო,რომელშიც იმყოფება ბავშვი დიდად განაპირობებს მის წარმატებებს სკოლაში. დაძაბული,კონფლიქტური გარემო ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.
       სკოლასთან ადაპტაცია არის დამოკიდებული იმაზე ,თუ რამდენად შეუძლია ბავშვს თავის დამკვიდრება თანატოლთა წრეში.აქტიური,კონტაქტური ბავშვები ხშირად უკეთ სწავლობენ.ძალიან წყნარ ბავშვებს,რომელთაც უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა,ზოგჯერ,სკოლასთან შეგუებისასაც უჩნდებათ პრობლემები.
         მასწავლებლის ბავშვებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბავშვის წარმატებას სკოლაში.მასწავლებლის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად იწვევს იმას,რომ ბავშვი გულს იცრუებს სწავლაზე,გამოირჩევა დაბალი თვითშეფასებით.
          ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ როგორ უნდა შევამზადოთ ბავშვი სკოლისათვის,რომ ნაკლები სტრესი მიიღოს და გაკვეთილებზე წასვლას არ შეუშინდეს, ფსიქოლოგები მშობლებს შემდეგ რჩევებს აძლევენ: „ბავშვის ცნობისმოყვარეობა უნდა გავაღვივოთ,ვესაუბროთ მას სხვადასხვა თემებზე,მისი არცერთი კითხვა არ დავტოვოთ პასუხგაუცემლად,თუ რამე საკითხზე პასუხი არ გაქვთ,ნუ ინერვიულებთ,მოძებნეთ განმარტება ინტერნეტში ან ენციკლოპედიაში,ერთად უყურეთ ფილმებს,იკითხეთ წიგნები და ერთად გააანალიზეთ წაკითხული.მთავარია არა კითხვის ტემპი და სიჩქარე, არამედ წიგნების მიმართ ინტერესი და სიყვერული“.
              მოსწავლეს სკოლაში ბევრ მასწავლებელთან,უფროსებთან მოუწევს ურთიერთობა,ბავშვი ამ დროს ბავრ რამეს შეიმეცნებს,ლოგიკურ აზროვნებას სწავლობს.ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან,რომ ბავშვს პერიოდულად დახმარება უნდა ვთხოვოთ,გარკვეული საქმეები უნდა დავავალოთ.მაგ.მაგიდის გადაწმენდა,ოთახის დალაგება,ყვავილების მორწყვა.ეს ყველაფერი მას ყურადღების განაწილებას ასწავლის და საქმის ბოლომდე მიყვანას მიაჩვევს.
               ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად სკოლას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.ფსიქოლოგების მოსაზრებით, სკოლა არ არის მხოლოდ განათლების მიღების ადგილი,არამედ ეს არის სამყარო,სადაც ბავშვი ყალიბდება და დიდი სოციალური გარემოს წევრობისათვის ემზადება.ამ გზაზე მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს,რაშიც როგორც ოჯახის,ასევე სკოლის დახმარება სჭირდება.მოსწავლეს სკოლისადმი სხვადასხვა მიზეზის გამო ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაუქრეს.
             რა დაბრკოლებებს აწყდებიან და როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვებს სასკოლო განათლების მიღების გზაზე შექმნილი სირთულეებისას?
         სკოლისთვის სამზადისი ყველა ოჯახში განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება.მშობლები,რომლებსაც შვილი პირველად მიჰყავთ სკოლაში,დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს,არჩევენ სკოლას,იძენენ ფერადოვან საინტერესო სასკოლო ნივთებს,ხშირად ესაუბრებიან შვილებს,რომ სასკოლო განწყობა შეუქმნან.ამიტომაც თავდაპირველად ბავშვებს სკოლაში წასვლა უხარიათ,ცხადია,ამ დროს არ აქვთ გაცნობიერებული სკოლის ძირითადი ფუნქცია.ახალ გარემოში ჩნდება ახალი ამოცანები,მოვალეობები,მის ირგვლივ ჩნდებიან ახალი ადამიანები,ოჯახის შემდეგ ჩნდება მნიშვნელოვანი შემფასებელი-მასწავლებელი.ამგვარ სიახლეებთან ადაპტაციის პროცესს მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი წარმატებით გაივლის,თუმცა გარკვეულ ნაწილს შესაძლოა სირთულეები შეექმნას,რასაც ფსიქოლოგები სასკოლო კრიზისს უწოდებენ.ხშირ შემთხვევაში,უფროსებისათვის ეს შეუმჩნეველი ხდება,ამდენად სკოლისათვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საკითხია,როგორ გაივლიან ამ ეტაპს მოსწავლეები.
         თუ მოსწავლეს სკოლაში სასიამოვნო,თბილი,მოწესრიგებული გარემო და ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი დახვდება,ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.ცხადია,ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლის როლიც,ისინი ეძებენ და ნდობას უცხადებენ იმ გარემოს,სადაც შვილს ხარისხიან განათლებას მისცემენ,ჯანსაღ,გონიერ და შემოქმედებით პიროვნებად ჩამოაყალიბებენ ეს არის ყველა მშობლის სურვილი,როცა მშობელს სკოლისადმი ნდობა უჩნდება,მისი განწყობა ბავშვზეც გადადის,შესაბამისად მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც,რომ მისი ნეგატიური დამოკიდებულება სკოლის,პედაგოგის,გარემოს მიმართ აუცილებლად გადაედება ბავშვს,რაც აისახება მის განწყობაზე და აკადემიურ მოსწრებაზე,ამიტომ მშობელმა თავი უნდა აარიდოს ბავშვის თანდასწრებით კრიტიკულ შეფასებას.
       ბავშვის წინაშე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია.მნიშვნელოვანია,პირველ რიგში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება:მოსწავლის წახალისება,მისი მიღწევების,თუ მცდელობების აღიარება,მეგობრული და ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა,მოკლედ რომ ვთქვათ,მოსწავლისათვის სკოლა ნელ-ნელა საყვარელ ადგილად უნდა გადაიქცეს,სადაც მას მიუხარია,სადაც იგი უყვართ,პატივს სცემენ,ასწავლიან,ეთამაშებიან და ა.შ, მნიშვნელოვანია,ბავშვს არ მოაკლდეს პედაგოგებისაგან სითბო,სიყვარული,ყურადღება,რადგან მათი დეფიციტი არაცნობიერში ილექება და მოზრდილ ასაკში არასასურველ შედეგს ვიღებთ.
       უკეთესი შედეგის მისაღწევად და მოსწავლის გახალისების მიზნით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება,საინტერესო აქტივობები,რაც ბავშვს არ შეუქმნის განცდას,რომ სკოლაში სიარული მისთვის რუტინაა.
     ბავშვის დღის რეჟიმი ისე უნდა იყოს აწყობილი,რომ მოსწავლე არ გადაიღალოს,ამ მხრივ მნიშვნელოვანია ცხრილიც,ძირითადი და არაძირითადი გაკვეთილები ისე უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს,რომ მოსწავლეებს აქტიური გონებრივი დატვირთვის შემდეგ ფიზიკურად და სულიერად განმუხტვისა და გადახალისების შესაძლებლობა ჰქონდეთ,მნიშვნელოვანია,რომ თითოეულ გაკვეთილს პედაგოგები გეგმავენ მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით,გაკვეთილის დაგეგმვისას ვიყენებთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს. კლასის დამრიგებლის სამუშაო გეგმის შედგენისას ვითვალისწინებთ კლასგარეშე აქტივობებსაც,ვგეგმავთ ღონისძიებებს,პროექტებს,ექსკურსიებს რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოსწავლეთა ცხოვრებას და ვფიქრობ,ყოველივე ეს გვეხმარება იმაში,რომ ბავშვებს სკოლაში მოუხაროდეთ.
         ზოგადად ურთიერთობებში პირველი კონტაქტის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას,სკოლაზე პირველი შთაბეჭდილება მოსწავლეს შესაძლოა,ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს.
       პირველი შთაბეჭდილება მართლაც განმსაზღვრელია,რამდენად სწორი დამოკიდებულება და განწყობა ჩამოუყალიბდება ბავშვს ახალ გარემოსთან.
     განწყობა არის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა,რის გარეშეც ადამიანს გაუჭირდებოდა ნებისმიერი საქმიანობის შესრულება.დიმიტრი უზნაძის მიხედვით,ყველა ქცევას აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება,იმისათვის,რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად ამ ქცევის ადეკვატური განწყობა,საჭიროა არსებობდეს მოთხოვნილება და სიტუაცია,რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს,აქედან გამომდინარე,სწავლისადმი განწყობის შექმნას განაპირობებს პირველ რიგში პიროვნული მზაობა და შემდგომ,მისთვის შესატყვისი განვითარების გარემო,ამ ფაქტორების ურთიერთქმედებით წარმოიქმნება სურვილი ახალი საქმიანობის შესასრულებლად,პედაგოგები საგანგებოდ ვემზადებით,სახალისო აქტივობებით,ვხვდებით,ვათვალიერებინებთ სკოლას,ვუქმნით პოზიტიურ განწყობას,ვცდილობთ შევუქმნათ ლამაზი და მიმზიდველი გარემო,მოვამზადოთ სახალისო,საინტერესო აქტივობები იმისათვის,რომ პირველი დღე სკოლაში მოსწავლეებისათვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდეს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის

ოთხი დღის რეფლექსია

ცხრა დღის რეფლექსია