Сообщения

Сообщения за май, 2016

ოთხი დღის რეფლექსია

რეფლექსია  7-8 მაისი               დღე დაიწყო მოლოდინით,ტრენინგზე მისვლას,ძალიან ვჩქარობდი,მაინტერესებდა რას ვისწავლიდით ახალს და რა თქმა უნდა მინდოდა ჩვენი ტრენერისა და ნაცნობი კოლეგების ნახვა.გულთბილი შეხვედრის შემდეგ დაიწყო ტრენინგი, პირველ რიგში ტრენერმა გაგვცნო ინტელის ტრენინგის მიზანი: პროექტებით სწავლების ამოცანები და შედეგები.ტრენინგის მომდევნო დღეების თარიღები.გავეცანით და განვიხილეთ 1 მოდული- პროექტებით სწავლება Education Viewer -ში ვისწავლეთ მისი გამოყენება.ტრენერმა გაგვაცნო პროექტი „კონკია“,რომელიც ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით მომეწონა კითხვა,როგორი იქნებოდა კონკია 2025 წელს.ამის შესახებ ჯგუფის თითოეულმა წევრმა გამოთქვა თავისი აზრი.                   ტრენერმა მოგვცა დავალება,მოგვეფიქრებინა თემის სათაური,რომელზედაც შემდეგ დავწერდით პროექტს,საკმაოდ რთული აღმოჩნდა,რადგან ძალიან ბევრი თემა შეიძლება აიღო და განიხილო სხვადასხვა ჭრილში,საბოლოოდ ერთზე შევაჩერე ყურადღება,  იმედი მაქვს პროექტი საინტერესო გამომივა.                     მეორე დღეს მივედით მომზადებულები,ჯგუფი