ოთხი დღის რეფლექსია

რეფლექსია  7-8 მაისი

              დღე დაიწყო მოლოდინით,ტრენინგზე მისვლას,ძალიან ვჩქარობდი,მაინტერესებდა რას ვისწავლიდით ახალს და რა თქმა უნდა მინდოდა ჩვენი ტრენერისა და ნაცნობი კოლეგების ნახვა.გულთბილი შეხვედრის შემდეგ დაიწყო ტრენინგი, პირველ რიგში ტრენერმა გაგვცნო ინტელის ტრენინგის მიზანი: პროექტებით სწავლების ამოცანები და შედეგები.ტრენინგის მომდევნო დღეების თარიღები.გავეცანით და განვიხილეთ 1 მოდული- პროექტებით სწავლება Education Viewer-ში ვისწავლეთ მისი გამოყენება.ტრენერმა გაგვაცნო პროექტი „კონკია“,რომელიც ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით მომეწონა კითხვა,როგორი იქნებოდა კონკია 2025 წელს.ამის შესახებ ჯგუფის თითოეულმა წევრმა გამოთქვა თავისი აზრი.
                  ტრენერმა მოგვცა დავალება,მოგვეფიქრებინა თემის სათაური,რომელზედაც შემდეგ დავწერდით პროექტს,საკმაოდ რთული აღმოჩნდა,რადგან ძალიან ბევრი თემა შეიძლება აიღო და განიხილო სხვადასხვა ჭრილში,საბოლოოდ ერთზე შევაჩერე ყურადღება,  იმედი მაქვს პროექტი საინტერესო გამომივა.

                    მეორე დღეს მივედით მომზადებულები,ჯგუფის ყველა წევრმა წარმოადგინა თავისი თემის სათაური და გააკეთეს მოკლე რეზიუმე,ტრენერმა მოგვცა მითითებები და შენიშვნები,რის შემდეგაც გაგვაცნო მომდევნო დღის დღის წესრიგი,შევისწავლეთ პუბლიკაცია,იგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და ხალისით შევუდექი მის კეთებას. მსურს უფრო მეტად დავიხვეწო ამ საკითხში,მივიღე ტრენერის უკუკავშირი.ეს დღეც საინტერესოდ მიიწურა ,დრო ისე გავიდა თითქმის ვერ გავიგე,ველოდები ტრენინგის დანარჩენ დღეებს.  

                                                     რეფლექსია 14-15 მაისი

                 ტრენინგი დაიწყო მხიარულად,დავაგემოვნეთ შოკოლადი,ავიმაღლეთ განწყობა და შევუდექით მუშაობას,ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი; 21-ე საუკუნის უნარები,ვისაუბრეთ ინდიგო ბავშვებზე,ადამიანის შესაძლებლობებზე.განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარები,ჯგუფის  წევრებმა აირჩია თითოეული პუნქტი.მეც შესაბამისად ავირჩიე ა)სწავლისა და გამომგონებლის უნარ-ჩვევებიდან ავირჩიე: ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად.ბ)საინფორმაციო მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებიდან ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება და მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით. გ)სასარგებლო და კარიერული უნარ-ჩვევებიდან ავირჩიე:ჩართული მხარეების ძლიერი თვისებების უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად.
            უნარების არჩევის შემდეგ გადავედით სტანდარტების განხილვაზე ავირჩიეთ  სხვადასხვა შედეგი და ინდიკატორი:ქართულიდან,ბუნებიდან და ისტ ტექნოლოგიებიდან.ამის შემდეგ ცოტახანი შევისვენეთ,შესვენების შემდეგ ტრენერმა ისაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე,მოვიფიქრეთ ერთი ზოგადი შეკითხვა, ორი თემატური და სამი შინაარსობრივი.ამის შემდეგ ჯგუფის ყველა წევრმა მოვახდინეთ პრეზენტაცია,ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი.ბოლოს კი მივიღეთ დავალებები უნდა დავწეროთ სასწავლო პროექტის გეგმა.ეს დღეც საინტერესოდ მიილია. 
                    მეორე დღეც წინას მსგავსად ოკოლადით დაიწყო,მეგი ძალიან გვანებივრებს,განწყობა ამაღლებულია და ამ განწყობით შევუდექით მუშაობას.ტრენერმაგაგვაცნო დღევანდელი დღოს თემა:მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება.განვიხილეთ სქემები და შევავსეთ ჩვენი შეხედულებისამებრ,შემდეგ შევედით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე Gmail.com,შევქმენით ბლოგი და ავტვირთეთ რეფლექსიები ოთხივე დღის.დავალება შევასრულე,ტრენერისაგან მივიღე უკუკავშირი და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
 

Комментарии

  1. ᐉ Casino Site - LuckyClub
    Lucky Club casino is powered by Microgaming. It is licensed luckyclub.live and licensed in Curacao with various casino games, including Live Casino, Roulette,

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის

ცხრა დღის რეფლექსია