Сообщения

Сообщения за 2018

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი პრინციპული სიახლე: 1)საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი; 2)გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები; 3)სწავლა ნიშნავს ინფორმაციის დაგროვებას,უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას; 4)სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა,არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება; 5)მთავარი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ მისი ხარისხი.             ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ამოცანები: ა)შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ)ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ)შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს  საფუძვლები შემდგომ, საბაზო სა

როგორ გავუიოლოთ პატარა მოსწავლეს სკოლასთან შეგუება

                   როგორ გავუიოლოთ პატარა მოსწავლეს სკოლასთან შეგუება    ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისისნი ამ პროცესს,დაკავშირებულია იმასთან,თუ როგორი მხარდაჭერა ექნება მათ უფროსებისაგან.ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ფაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება,ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი.     უცნობი გარემო,ახალი სახეები,წესები,მასწავლებლები,თანაკლასელები - პირველი კლასი ბავშვისთვის სტრესულია.ბევრი მათგანი პირველ დღეს ტირის და დედას ითხოვს,გაკვეთილზე ჯდომაზე უარს ამბობს და არაფრით მშვიდდება.ახალი ცხოვრება,სახელწოდებით „სკოლა“,ბავშვს აშინებს და შესაძლოა,ზოგმა მათგანმა პირველივე დღიდან სამუდამოდ შეიძულოს ის.    სკოლაში შესვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია,შეგუების პროცესი.პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ სკოლასთან შეგუება ბავშვებთან განსხვავებულად მიმდინარეობს.ზოგი ბავშვი იოლად ეგუება როგორც სკოლას,ისე ნებისმიერ გარემოს. ასეთი ტიპის ბავშვ