Сообщения

Сообщения за 2016

ცხრა დღის რეფლექსია

                                                   შემაჯამებელი  რეფლექსია           ტრენინგის ყველა  დღე ჩემთვის იყო ძა ლიან მნიშვნელოვანი, თბილ გარემოში და საყვარელი ტრენერთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ტრენინგზე განვიხილეთ  პროექტების სწავლების მიზნები,ამოცანები, მასზე დაფუძნებული სწავლება, ავარჩიეთ პროექტის გეგმიდან ჩვენთვის საინტერესო აქტივობები, მიმოვიხილეთ ვიუერი, განვიხილეთ კონკიას პროექტის გეგმა, მიმოვიხილეთ პროექტისთვის საჭირო საქაღალდეები, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ.  განვიხილეთ თითოეული მასწავლებლის მიერ არჩეული თემები, ვისწავლეთ პუბლიკაციის გაკეთება ელექტრონულად. მოვისმინეთ ტრენერის უკუკავშირი. მომეწონა ყველაფერი, კმაყოფილი დავრჩი, რადგან ტრენერმა ჩემთვის საინტერესო და საჭირო შეკითხვებზე გამცა პასუხები და გავაკეთე ის ყველაფერი რაც დავისახეთ  მიზნად . ტრენერმა ასევე ისაუბრა 21-ე საუკუნის უნარებზე, შეგვარჩევინა უნარებიდან ინდიკატორები, რომლებიც მიესადაგება ჩემს პროექტს. ამის შემდეგ შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო სტანდარტები. შემდეგი ეტაპი იყო მიმართულების მიმცემი

დასრულებული პროექტი

"მცენარეთა სამეფო"

ოთხი დღის რეფლექსია

რეფლექსია  7-8 მაისი               დღე დაიწყო მოლოდინით,ტრენინგზე მისვლას,ძალიან ვჩქარობდი,მაინტერესებდა რას ვისწავლიდით ახალს და რა თქმა უნდა მინდოდა ჩვენი ტრენერისა და ნაცნობი კოლეგების ნახვა.გულთბილი შეხვედრის შემდეგ დაიწყო ტრენინგი, პირველ რიგში ტრენერმა გაგვცნო ინტელის ტრენინგის მიზანი: პროექტებით სწავლების ამოცანები და შედეგები.ტრენინგის მომდევნო დღეების თარიღები.გავეცანით და განვიხილეთ 1 მოდული- პროექტებით სწავლება Education Viewer -ში ვისწავლეთ მისი გამოყენება.ტრენერმა გაგვაცნო პროექტი „კონკია“,რომელიც ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით მომეწონა კითხვა,როგორი იქნებოდა კონკია 2025 წელს.ამის შესახებ ჯგუფის თითოეულმა წევრმა გამოთქვა თავისი აზრი.                   ტრენერმა მოგვცა დავალება,მოგვეფიქრებინა თემის სათაური,რომელზედაც შემდეგ დავწერდით პროექტს,საკმაოდ რთული აღმოჩნდა,რადგან ძალიან ბევრი თემა შეიძლება აიღო და განიხილო სხვადასხვა ჭრილში,საბოლოოდ ერთზე შევაჩერე ყურადღება,  იმედი მაქვს პროექტი საინტერესო გამომივა.                     მეორე დღეს მივედით მომზადებულები,ჯგუფი