სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის
სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი პრინციპული სიახლე: 1)საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი; 2)გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები; 3)სწავლა ნიშნავს ინფორმაციის დაგროვებას,უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას; 4)სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა,არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება; 5)მთავარი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ მისი ხარისხი. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ამოცანები: ა)შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ)ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ)შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო სა