სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის
ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი პრინციპული სიახლე:
1)საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი;
2)გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები;
3)სწავლა ნიშნავს ინფორმაციის დაგროვებას,უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას;
4)სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა,არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება;
5)მთავარი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ მისი ხარისხი.
            ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ამოცანები:
ა)შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
ბ)ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ)შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს  საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებიტ გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბლებლად, რომლრბიც მას მომავალში დასჭირდება.
       დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური,სოციალური,ემოციური,შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით;
     ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით,მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება,როგორებიცაა:ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება,სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება,რაოდენობრივი კავშირების აღქმა,ფანტაზია, შემოქმედობითობა,რეფლექსია,გარემოსდაცვითი ცნობიერება;
      მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება,როგორებიცაა:თვითგამოხატვა,საკუთარი და სხვათა ქცევის შეფასება და თანმშრომლობა,გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
     მოსწავლეებში ფიზიკური უნარების (ნატიფი მოტორიკის,სხეულის ფლობა-კოორდინაციის უნარის) განვითარება და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლება;
    მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება;ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარის განვითარება;
   მოსწავლეებში გარემოზე დაკვირვების,ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების აღწერის,მარტივი მოდელების შექმნისა და დემონსტრირების,საზომი ხელსაწყოების გამოყენების,მათემატიკური ტერმინოლოგიის,აღნიშვნებისა და სიმბოლოების გამოყენების უნარის,ვარაუდების გამოთქმის და მათი კერძო მაგალითებზე კვლევის უნარის,მონაცემთა აღრიცხვის.ორგანიზებისა და ინტერპრეტაციის უნარის ჩამოყალიბება-განვითარება;
     განვითარება და სწავლების თეორიების გამოყენება გაკვეთილების დაგეგმვისას ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
       აქტივობების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (ფიგურების და ობიექტების ზომების,აგრეთვე მათ შორის მანძილების გასაზომად გზების,მეთოდების პოვნა და გამოყენება;ამოცანის შინაარსის აღქმა,ამოცანის მონაცამების და საძიებელი სიდიდეების გააზრება,კეთებით სწავლა,ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება,პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების დადგენა);
     სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა და რესურსების ისე შერჩევა,რაც გაადვილებს სასწავლო მასალის აღქმას, გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებას და აღუძრავს მათ სწავლის სურვილს.
     ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სავარჯიშოების,აქტივობების და სწვლების ორგანიზების სათანადო ფორმების (ჯგუფური ,წყვილური,ინდივიდუალური,მთელი კლასის მონაწილეობით) ადეკვატური შერჩევა და გამოყენება.
      განვიხილოთ სწავლების მეთოდები:
1)დიდაქტიკური მეთოდი
·         ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით.
·         ამ დროს მოსწავლეს მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის სასწავლო მიზნებს,როდის ითვლება მიზანი მიღწეულად.
·         ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის
·         ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი ერთად მონაწილეობენ ახალი ცოდნის აგებაში.
2)სოკრატული მეთოდი
·         მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს.
·         იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას,არამედ მათ თხოვს აზროვნებას,რათა თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე.
·         ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით.
·         თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს
·         აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს
·         სოკრატისეული მეთოდის ფარგლებში შესაძლებელია დისკუსიები,პრობლემური შეკითხვების დასმა.
3)კეთებით სწავლება (პრაქტიკული)
·         მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას პრაქტიკულ საქმიანობაში.
·         მას ეძლევა გამოცდებით სწავლის საშუალება- მასწავლებელი ისეთ დავალებას აძლევს მოსწავლეს, რომლის პრაქტიკული შესრულებისათვის საჭიროა ახლად ახსნილი ცნებების  გამოყენება.
4)პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება - სწავლების მიზანია:
·         პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა,რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას,რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი,საჭიროებს ძიებას,ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.
·         მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლი მასალა,მათ მიერ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა უნდა მიუსადაგონ რეალური ცხოვრების მიზნებისა და მოთხოვნებს.
·         შემოქმედებითი აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამების იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამების პოვნა.
·         კრეატიულობა შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა.მისთვის მიუღებელია ბანალური იდეები და მოვლენებზე,არსებული საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები.
            თანამედროვე პედაგოგიკაში, ძირითადად შემდეგი სწავლის მეთოდები გამოიყოფა:
1)კონკრეტული დავალების დასწავლა („ტექნოლოგიურად“ აგებული გაკვეთილი)
ტექნოლოგიური სწავლების მეთოდები არ გულისხმობს მხოლოდ სასწავლო პროცესში ტექნიკური საშუალებების გამოყენებას, არამედ იგი მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუირებას,რაც ნიშნავს:
·         შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო მიზნების დასახვას;
·         დასახული მიზნების შესაბამისად,სასწავლო მასალების მომზადებას;
·         სასწავლო პროცესში მიმდინარე შედეგების შეფასებას;საჭიროებისამებრ სასწავლო პროცესის კორექციას;
·         საბოლოო შედეგების შეფასება.
2)სასწავლო-კვლევითი საქმიანობა (ახალი ცოდნის ძიება;ახალი გამოცდილების,უნარ-ჩვევების ათვისება).
       სწავლების პროცესის კვლევითი მიმართულება გულისხმობს ახალი ცოდნის კონსტრუირებას,რაც აუცილებლად მოსწავლეთა უშუალო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება.ასეთი სწავლების მოდელის მიზანი არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენაა,არამედ უკვე არსებული ცოდნის გადამუშავებაც. ასეთი პედაგოგიური გარემო ხელს უქყობს მოსწავლეს,დამოუკიდებლად ჩასწვდეს შესასწავლი მოვლენისა და ცნების არსს და გადაჭრას მის წინაშე მდგომი პრობლემა. მოსწავლე უპ.ყოვლისა,გამოყოფს პრობლემას, შემდეგ დასახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს,არსებული ინფორმაციის საფუძველზე იკვლევს მათ, აკეთებს არჩევანს და გამოაქვს დასკვნები. ავლებს პარალელს მიღებულ დასკვნებსა და ახალ მონაცემებს შორის.
3)თამაშის ორგანიზება (სიტუაციური მოდელირება,როლური თამაშები)
       თამაში რთული სოციალურ-კულტურული ფენომენია,მას მრავალი მეცნიერება შეისწავლის, მათ შორის პედაგოგიკაც. პედაგოგიურ გამოკვლევათა დიდი ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. გამოყოფენ სასწავლო პროცესში გამოყენებული თამაშის რამდენიმე სახეს:მოდელირებას,იმიტაციას და შეჯიბრს.
4)დისკუსია (დიალოგი,კომუნიკაცია)
     სასწავლო დისკუსია თავის არსით დიალოგის ხასიათს ატარებს. დისკუსიის მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის,მსჯელობის კულტურას.დისკუსიის მეშვეობით შესაძლებელია იდეების შეხედულებების,მტკიცებულებების ურთიერთგაცვლა ჭეშმარიტების დასადგენად.
      აქტივობა არის მიზნის მისაღწევი საშუალება,რომლის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს, მიზანში რა უნარ-ჩვევებზე (ოპერაციებზეა) აქცენტი? ადარებს . . . როგორ? იმისათვის,რომ მოსწავლემ შედარების ოპერაცია  განახორციელოს, მასწავლებელი შეარჩევს კონკრეტულ მეთოდს და აღწერს,რას გააკეთებს მასწავლებელი და რას გააკეთებენ მოსწავლეები? ესე იგი,აქტივობა ეს არის „გაცოცხლებული“მეთოდი.
                                    სწავლების სტრატეგიები
         მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე,ინტერესებსა და სწავლის სტილზე.
         სწავლა რომ სახალისო,საინტერესო პროცესად და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად იქცეს,პედაგოგმა თავისი სწავლება სხვადასხვაგვარი სტრატეგიის გამოყონებით უნდა დატვირთოს.
        სტრატეგიის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი. აუცილებელია,რომ შერჩეული სტრატეგია უნდა შეესებამებოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობებს.
        ამისათვის მოსწავლეები აუცილებლად უნდა ფლობდნენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს,როგორებიცაა ინფორმაციის ორგანიზება,დამუშავება,შეჯამება და დასკვნების გამოტანა,ჩანაწერების გაკეთება და სხვა.
სტრატეგია - ვიცი/მინდა ვიცოდე/გავიგე
  აღნიშნული სტრატეგია მოსწავლეებში: შესწავლილი თემისადმი მოტივაციას ამაღლებს; ხელს უწყობს გააზრებულ კითხვასა და ტექსტის სიღრმისეულ გაგებას; საშუალებას აძლევს მოსწავლეს თემის ირგვლივ არსებული ცოდნა „ამოატივტივოს“; საკუთარი ინტერესები დააფაქსიროს და შესწავლილი საკითხი სიღრმისეულად დაამუშაოს.
        სტრატეგია მოიცავ გაკვეთილის სამივე ფაზას
რა ვიცით?
რა გვინდა ვიცოდეთ? რა გვაინტერესებს?
რა ვისწავლეთ?



სტრატეგიის აღწერა;
1)დაფაზე გამოვაკრავთ ან დავხაზავთ სამსვეტიან ცხრილს; 2)მოსწავლეებს მივმართავ შემდეგი შეკითხვით: როგორ გგონიათ,რა იცით მოცემული თემის შესახებ?მათი ნააზრევები  დააფაქსირეთ პირველ სვეტში; 3)დასვით კითხვა:რა გვაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით? მოსწავლეთა ინტერესები დააფიქსირეთ მეორე სვეტში; 4)მოსწავლეებს ვთხოვ, ტექსტი წაიკითხონ და კითხვის დროს ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხებზე, რომლებიც მეორე სვეტშია დაფიქსირებული; 5)კითხვის დასრულების შემდეგ წარვმართავთ დისკუსიას შევსებული ცხრილის მიხედვით: ჩაიკითხეთ პირველ სვეტში დაფიქსირებული ყველა მოსაზრება და მივმართავ კლასს- „რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია წაკიტხულ ტექსტს?“ 6)წაიკითხე მეორე სვეტში დაფიქსირებული მოსწავლეთა ინტერესები დასვით შეკითხვა:რამდენად დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესები ტექსტის წაკითხვის შემდეგ? ხომ არ დარჩა რომელიმე საკითხი გაურკვეველი? 7)ორივე ცხრილის განხილვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ შეაჯამონ „რა ვისწავლეთ“ და მათი პასუხები მესამე სვეტში დააფიქსირეთ; 8)განვიხილავთ რთულ კითხვებს კლასთან ერთად.
  
სტრატეგია მზე და მთვარე
          ეს სტრატეგია ეხმარება მათ გაიაზრონ ინფორმაცია,დაახარისხონ და ნათელი და ბუნდოვანი საკითხები გამოყონ.
მზე
მთვარე



         სტრატეგია გამოიყენება გაკვეთილის მეორე ფაზაზე - შინაარსის რეალიზება. მოსწავლეებს შეუძლიათ: ინფორმაციის დახარისხება; დამოუკიდებლად აზრის ფორმულირება; ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა; თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
სტრატეგიის აღწერა:
·         მოსწავლეებს სთხოვეთ,რვეული ვერტიკალური ხაზით ორ ნაწილად გაყონ.მარცხენა სვეტში მზე ჩახატონ,ხოლო მარჯვენაში- მთვარე;
·         აუხსენით,რომ კითხვის პროცესში მათთვის ნათელი და გასაგები საკითხები მზის ქვეშ ჩაწერონ,ხოლო ბუნდოვანი და გაუგებარი კი მთვარის ქვეშ.
·         განვსაზღვროთ წინასწარ კითხვის დრო. თუ რომელიმე მოსწავლე ვერ მოასწრებს განსაზღვრულ დროში ტექსტის ბოლომდე წაკითხვას,შევაწყვეტინოთ კითხვა და ჩავრთოთ გაკვეთილის შემდეგ საქმიანობაში;
·         კითხვის დასრულების შემდეგ დავაწყვილოთ მოსწავლეები და ვთხოვთ ერთმანეთის ჩანაწერები გაუზიარონ. წყვილში მუშაობისას შემდეგი ინსტრუქტაჟი მივცეთ;“გადახედეთ ერთმანეთის ჩანაწერებს და შეეცადეთ დაეხმაროთ მეწყვილეს ბუნდოვანი საკითხის გარკვევაში“.
·         გაზიარების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ ბუნდოვანი საკითხები, რომლებიც მათთვის ნათელი გახდა სხვა ფერის კალმით „მზის’სვეტში გადაიტანონ;
·         წყვილებში დავალების შესრტულების შემდეგ გავარკვევთ, რომელი საკითხი დარჩა ყველასათვის გაუგებარი და დისკუსია სწორედ ამ საკითხზე წარვმართოთ.
სტრატეგია  3, 2, 1.
      აღნიშნული სტრატეგია მოსწავლეებში შესწავლილი თემისადმი მოტივაციას ამაღლებს, ხელს უწყობს ყურადღების მობილიზებაში,უვითარებს  კრიტიკულ აზროვნებას. უჩვენებს,რა არის მნიშვნელოვანი მოცემულ მასალაში, უვითარებს წერით უნარ-ჩვევებს.
      გაკვეთილის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოსწავლეებს ვთხოვ დავალება შეასრულონ შემდეგი ინსტრუქტაჟით:
სტრატეგია - პაუზებით კითხვა
   პაუზებით კითხვა მოსწავლეებს ხელს უწყობს გაიაზრონ და სიღრმისეულად დაამუშაონ ტექსტები. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,-ისინი სწავლობენ კითხვის დასმას,ვარაუდების გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას. მეთოდი საშუალებას გვაძლევს ყველა დონის მოსწავლეს გავააზრებინოთ და დავამუშავებინოთ თუნდაც რთული ტექსტი. ამასთანავე „პაუზებით კითხვა“კითხვისადმი მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.
        მეთოდის აღწერა:
·         დავყოთ ტექსტი რამდენიმე ნაწილად (ტექსტი ისე უნდა დაიყოს, რომ წყვეტა საკვანძო საკითხებთან მოხდეს,რათა მოსწავლეებმა სემდეგ მონაკვეთებში მოცემული სიუჟეტის შესახებ ვარაუდი გამოთქვან);
·         გაკვეთილის დასაწყისში მოკლე მიმოხილვა გააკეთეთ ნაწარმოების ავტორზე,წერის სტილისა და მის შექმნილ სხვა ნაწარმოებებზე (დრო დაახლოებით 5წთ).
·         მოსწავლეებს განვუმარტოთ,რომ ტექსტი პაუზებით უნდა წაიკითხონ და კითხვის დროს გახაზონ მნიშვნელოვანი ფაქტები,უცხო სიტყვები,მხატვრული ხერხები.მათ ყოველპაუზასთან შეჩერება მოუწევთ. აუხსენით, რომ პირობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია;
·         პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გავმართავთ დისკუსიას კითხვების დახმარებით;
·         მოსწავლეებს ვთხოვთ გამოთქვან წინასწარი ვარაუდები განვითარებულ მოვლენებზე. შეგიძლიათ დასვათ შემდეგი სახის შეკითხვა: როგრ ფიქრობთ,რა მოხდება? როგორ განვითარდება მოვლენები? რატომ ფიქრობთ ასე? რა მინიშნება გაქვთ საამისოდ? ტექსტიდან მოიყვანეთ არგუმენტი; ასე დამუშავდება ყოველი მონაკვეთი.
·         ტექსტის ნაწილ-ნაწილ დამუშავების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დაუსვით შეკითხვები. მაგ. რა არის ნაწარმოების დედააზრი? ვინმეს ხომ არ აქვს სხვა მოსაზრება? როგორ შეაფასებდით გმირის საქციელს?თქვენ მის ადგილზე როგორ მოიქცეოდით? რატომ ფიქრობთ ასე და სხვა.
    შედეგები -  მოსწავლეებს შეუძლიათ:
·         წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობა;
·         ტექსტის გააზრებულად წაკითხვა და გაანალიზება;
·         არგუმენტირებული მსჯელობა;
·         ჰიპოთეზის გამოთქმა;
·         დასკვნების გამოტანა და წაკითხული შეჯამება;
·         ლოგიკური აზროვნება;
·         სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
სააზროვნო სქემები ანუ კოგნიტური დიაგრამები
კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:
·         ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას
·         ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას
·         შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას
·         ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას,სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობის ზრდის კარგი საშუალება.
კოგნინიტური დიაგრამები:
·        გამოიყენება როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას,ასევე მასალის ათვისების შემდეგ შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
·        გამოიყენება როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყების დროს;
·        გამოიყენება როგორც საშინაო დავალების,ასევე საკლასო სამუშაოს ჩატარების დროს;
·        გამოიყენებაროგორც ინდივიდუალურად,ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს.

კოგნიტური დიაგრამა; გადაჯაჭვული

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ოთხი დღის რეფლექსია

ცხრა დღის რეფლექსია