ცხრა დღის რეფლექსია

                                                   შემაჯამებელი  რეფლექსია
          ტრენინგის ყველა  დღე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თბილ გარემოში და საყვარელი ტრენერთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ტრენინგზე განვიხილეთ  პროექტების სწავლების მიზნები,ამოცანები, მასზე დაფუძნებული სწავლება, ავარჩიეთ პროექტის გეგმიდან ჩვენთვის საინტერესო აქტივობები, მიმოვიხილეთ ვიუერი, განვიხილეთ კონკიას პროექტის გეგმა, მიმოვიხილეთ პროექტისთვის საჭირო საქაღალდეები, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ.  განვიხილეთ თითოეული მასწავლებლის მიერ არჩეული თემები, ვისწავლეთ პუბლიკაციის გაკეთება ელექტრონულად. მოვისმინეთ ტრენერის უკუკავშირი. მომეწონა ყველაფერი, კმაყოფილი დავრჩი, რადგან ტრენერმა ჩემთვის საინტერესო და საჭირო შეკითხვებზე გამცა პასუხები და გავაკეთე ის ყველაფერი რაც დავისახეთ  მიზნად . ტრენერმა ასევე ისაუბრა 21-ე საუკუნის უნარებზე, შეგვარჩევინა უნარებიდან ინდიკატორები, რომლებიც მიესადაგება ჩემს პროექტს. ამის შემდეგ შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო სტანდარტები. შემდეგი ეტაპი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ტრენერმა ისაუბრა თუ როგორ უნდა დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. შემდეგ მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი კითხვები. ასევე მიმოვიხილეთ ვიუერში საკვანძო კითხვები, დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ტრენერმა  საუბარი წარმართა მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ ცხრილები, აგვიხნა ამ ცხრილების შევსების ხერხები. შევავსეთ ვ-მ-ვ ცხრილი ჩვენი პროექტისათვის.  ისაუბრა პრეზენტაციის გაკეთბის პრინციპებზე. შესაბამისად გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენ პროექტზე.  ამის შემდეგ  საუბარი წარიმართა საავტორო უფლებებზე და ბიბლიოგრაფიაზე. საჭიროა, რომ მოსწავლეებს თემის ირგვლივ ვაჩვენო სურათები, აუდიო-ვიდეო მასალა, ბეჭდური მედია და.ა.შ..., რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ მეტი ცოდნა პროექტის თემაზე.  ტრენერმა გვესაუბრა მოსწავლეთა დაგუფების შესახებ. მოცემული აქტივობებიდან აგვარჩევინა ჩვენი პროქეტისათვის სასურველი აქტივობა მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. ამის შემდეგ  ავირჩიეთ პროექტის ბროშურისათვის, გაზეთისათვის, პრეზენტაციისათვის  თემები და შევავსეთ ბროშურა, გაზეთი და პრეზენტაციის შაბლონი.  საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტი, განვიხილეთ მათი 10 სახეობა. ტრენერმა მოგვაწოდა რეკომენდაციები, რათა მოსწავლეს განვუვითაროთ  ინტელექტის  სახეობები  რაღაც დოზით. შევავსეთ პროექტის გეგმა.

ზოგადი შეკითხვა: რა მოხდებოდა დედამიწაზე მცენარე რომ არ ყოფილიყო?
თემატური: 1)რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია მცენარეს ადამიანთა ჯანმრთელობაზე? 2)რომელ მცენარეს უფრო მეტად გამოიყენებს ადამიანი საკვებ პროდუქტად?
შინაარსობრივი: 1)რა განსხვავაებაა წყალმცენარეებსა და მინდვრის ყვავილებს შორის? 2)რომელი მცენარე გამოიყენება ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ? 3)რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯიშის ხე-მცენარე?
                   განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება,განვიხილეთ სქემა,გავხსენით ელექტრონული ფოსტა ,განვიხილეთ განმავითარებელი შეფასება,ასევე განვიხილეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია(ყვითელი ბურთულა ვამოძრავეთ ჩვენი შეხედულებისამებრ),შემდეგ გადავედით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა და გავაფერადე ანუ მოვნიშნე,განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროების დადგენის კითხვარი და ა.შ. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში,დიდი მადლობა ჩვენს ტრეინერს ქ-ნ მეგის გაწეული მუშაობისათვის

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები,მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის

ოთხი დღის რეფლექსია